„ნიუ ჰოსპიტალსის“ მთავარი ექიმი - რუსთაველზე განვითარებული მოვლენებისას დაშავებული 20 პაციენტია შემოყვანილი, რამდენიმე შემთხვევა შესაძლოა, თვალის დაკარგვით დასრულდეს

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 20 პაციენტი "ნიუ ჰოსპიტალსშია" მოთავსებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის მთავარმა ექიმმა, გიორგი კორძახიამ განუცხადა, მათთან შეყვანილი პაციენტებიდან 6-ს თვალის დაზიანებები აქვს მიღებული. მათგან 3-ს ოპერაცია ჩაუტარდება, მეოთხეს მდგომარეობაზე კი თათბირობენ. კორძახიას თქმითვე, შესაძლოა, რამდენიმე პაციენტისთვის თვალის შენარჩუნება ვერ მოხერხდეს.

"ამ ეტაპისთვის კლინიკაში შემოსული არის 20 პაციენტი, რომლებიც აღნიშნავენ, რომ იყვნენ რუსთაველის გამზირიდან და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ძირითადად, პაციენტებში აღინიშნება თვალის დაზიანებები. რამდენიმე პაციენტს თვალის ოპერაცია გაუკეთდება და მერე გვეცოდინება, თუ რა მოცულობის ტრავმაა. შესაძლოა, რამდენიმე შემთხვევა თვალის დაკარგვით დასრულდეს. არის, ასევე ბლაგვი ტრავმები, მოტეხილობები. რამდენიმე ჭრილობიდან ამოღებულია ე.წ. რეზინის ტყვიები. 6 პაციენტი თვალის ტრავმითაა შემოსული, აქედან 3 არის საყურადღებო. ოპერაცია დასჭირდა 3 მათგანს. ოპერაციები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, მეოთხე პაციენტის შემთხვევაზე დაკვირვება მიმდინარეობს", - განაცხადა კორძახიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა