ალადაშვილის კლინიკაში რუსთაველზე დაშავებული 25 ადამიანი მიიყვანეს, 4 მათგანის მდგომარეობა მძიმეა

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 25 ადამიანი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლევან ბესელიამ განუცხადა, პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.

"კლინიკაში შემოსულია 25 პაციენტი, ძირითადი დაზიანებები არის რეზინის ტყვიით მიყენებული ჭრილობები, თავის ტრავმები, გაზით ინტოქსიკაცია. ორ პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ერთი პაციენტი თავის ტრავმით და თვალის დაზიანებით გადაყვანილია რეგიონალურ ჰოსპიტალში. 5 პაციენტი გაეწერა. მძიმეა 4 პაციენტის შემთხვევა. როგორც მოგახსენეთ, ორს ოპერაცია დასჭირდა, მესამე კისრის ტრავმით მძიმე შემთხვევაა და მასთან მეტ-ნაკლები სტაბილურობა მიღწეულია, მეოთხე პაციენტი კი სხვა კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან მას ნეიროქირურგთან ერთად, ოფთალმოლოგის ჩარევა დაჭირდა", - განაცხადა ბესელიამ. ალადაშვილის კლინიკაში ამ ეტაპისთვის 19 პაციენტი რჩება. მათ შორის არის ჟურნალისტი გურამ მურადოვი.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა