საერთაშორისო დეველოპერული კომპანია York Towers-ის სტენდები „თბილისი მოლსა“ და "გალერეა თბილისშია" განთავსებული. ადგილზე კომპანიის წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას გასცემენ პროექტების შესახებ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ York Towers-დან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, York Towers უძრავი ქონების წამყვანი საერთაშორისო დეველოპერია ინვესტიციებით ევროპასა და შუა აღმოსავლეთში, პროექტები კვლავ იზრდება, რათა უძრავი ქონების ყველა ტიპის მომსახურება მოიცვას მსოფლიოს გარშემო.
„კომპანიას რამდენიმე დასრულებული პროექტი აქვს ქართულ ბაზარზეც - დიღომი მოლი, დიპლომატიკ დიღომი და კავკასუს თაუერი თემქაზე. ამჟამად დაწყებულია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მწვანე პროექტის - იორკ თაუნის, მშენებლობა, რომელიც თბილისთან ახლოს, ტაბახმელაში, მდებარეობს. ის შთამბეჭდავი მთების ფონზეა მთაწმინდის პარკის სიახლოვეს, ტყესთან ახლოს და აერთიანებს 256 აპარტამენტსა და 100-მდე მდიდრულ ვილას. „თბილისი მოლში“ მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ პროექტის მაკეტი.
York Towers-ის გაყიდვების გუნდი გელოდებათ ყოველდღე, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე და მზადაა, ამომწურავი პასუხი გასცეს თქვენს ნებისმიერ კითხვას პროექტების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.