აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის წინ გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ქართველი დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„ქართველმა პარლამენტარებმა, რომლებიც ოპოზიციურ ძალებს წარმოადგენდნენ, მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია უხეშად ჩაშალეს. წარმოშობილი პოლემიკის მსვლელობისას საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ შეურაცხმყოფელი რეპლიკა წამოიყვირა, რომელშიც, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობი აღიარა“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დე ფაქტო უწყებაში აღნიშნეს, რომ ოფიციალური პირის მიერ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული მსგავსი ცინიკური განცხადება ოკუპირებუილ აფხაზეთში სამართლიან შეშფოთებას იწვევს.

„მსგავსი განცხადება სამართლებრივი შედეგების გარეშე არ ჩაივლის იმ ადამიანისთვის, ვინც ღიად საუბრობს თავის სამხედრო დანაშაულებებზე. აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები გეგმავენ ქართველი პარლამენტარის მიერ გაჟღერებული განცხადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე წამოწიონ, რათა ამ საკითხზე დისკუსიის ყველა მონაწილის ყურადღება მიაქციონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო დეპუტატ ბობოხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო