Human Rights Watch - პოლიციამ თბილისში არაძალადობრივად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა

პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში არაძალადობრივად განწყობილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს, - ასე გამოეხმაურა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch გუშინ ღამით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

„სამართალდამცველებს აქვთ უფლება მიიღონ ლეგიტიმური ზომები, იმისთვის რომ ადამიანებს პარლამენტში შეჭრა შეუზღუდონ, თუმცა ისინი ვალდებულები არიან დაიცვან ადამიანის უფლებების სფეროში არსებული სტანდარტები ძალის გამოყენების მიმართულებით, მათ შორის რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ“, - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს დირექტორის მოადგილემ გიორგი გოგიამ.

Human Rights Watch-ის რეკომენდაციით სამართალდამცველებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა, მათ მიერ გამოყენებული ძალა არსებული საფრთხის პროპორციული უნდა იყო და უნდა ეცადონ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენონ დემონსტრანტებს.

Human Rights Watch-ის თანახმად, აქციის მსვლელობისას ზოგიერთი ადამიანი ესროდა წყლიან ბოთლებს პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა დიდწილად დემონსტრანტები აგრესიულიები არ იყვნენ.

იხილეთ ვიდეო: პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გაუფრთხილებლად გამოიყენა - Human Rights Watch

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის