ელენე ხოშტარია - ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, ჩვენი ქვეყნის ინტერესში არ არის რაიმე კანონიერ ჩარჩოებს გადაცდომა

ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, ჩვენი ქვეყნის ინტერესში არ არის რაიმე კანონიერ ჩარჩოებს გადაცდომა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სამი მოთხოვნა ძალაშია, მათ შორის არის პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ ფარისეველი, უპასუხისმგებლო და სასტიკი ხელისუფლება, რომელიც ლეგიტიმური პროტესტის შედეგად გაექცა პასუხისმგებლობას და დაუპირისპირდა მოქალაქეებს. ზღვარი გადალახულია, ქვეყანა არის კრიზისში. გუშინდელი ვითარების შემდეგ ერთადერთი გამოსავალი სიტუაციიდან არის პროტესტის გაგრძელება. ჩვენ, პოლიტიკოსებს გვმართებს დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს პროტესტი იყოს მშვიდობიანი და არ გასცდეს კანონიერ ჩარჩოებს. ამასთან, პროტესტის მოთხოვნები უნდა ასახავდეს რეალურ ვითარებას და ეს არის სამი მოთხოვნა: პირველ რიგში, გახარიას და კობახიძის გადაყენება და პროპორციული არჩევნები. ეს ორი ადამიანი არის პასუხისმგებელი იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რაც მოხდა გუშინ და ჩვენ კარგად გვესმის, რომ მხოლოდ ამ ორი ადამიანის შეცვლით არაფერი შეიცვლება თუ ჩვენ არ შევცვალეთ ძალაუფლება სამართლიანი პრინციპით.

ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, ჩვენი ქვეყნის ინტერესში არ არის რაიმე კანონიერ ჩარჩოებს გადაცდომა. დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბებით, რომ ეს მოთხოვნები წამოვაყენოთ, ვიბრძოლოთ პროპორციული არჩევნებისთვის“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო