ნინო ბურჯანაძე - კობახიძის მსგავსი პაიკების გადანაცვლებით პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ კობახიძის გადაყენებით პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება.

ბიძინა ივანიშვილს, გუშინ რომ გაეთავისუფლებინა ირაკლი კობახიძე დაკავებული თანამდებობიდან, ამით თავიდან აიცილებდა აქციის დარბევის უმძიმეს ფაქტს. კობახიძის მსგავსი პაიკების გადანაცვლებით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება. დღეს უკვე ხელისუფლებას სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა და ვადამდელი პროპორციული არჩევნებით წასვლა მოუწევს“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა