„ცხოვრება პიკასოსთან“ - Best Western Tbilisi Art Hotel-ში გამოფენა და ფილმის ჩვენება გაიმართება

26 ივნისს Best Western Tbilisi Art Hotel - ში პროექტ, „დიდი მხატვრების შედევრების“ ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნე, ნინო ხუნდაძე წაიკითხავს ლექციას პიკასოს ცხოვრებისა და მისი, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვრის შესახებ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L-დან“ აცნობეს, ღონისძიებაზე ასევე გაიმართება „დიდი მხატვრების შედევრების“ ყველა ტილოს ანალოგების გამოფენა-გაყიდვა და ფილმის “ცხოვრება პიკასოსთან“ ჩვენება.

პიკასოს ცხოვრების მიხედვით, XX საუკუნის ნათელი სურათი შიძლება შეიქმნას - მან საკუთარ თავში გააერთიანა და შემოქმედებაში ასახა ამ ასწლეულის ყველა გამოწვევა, დრამატული მოვლენები, სრულიად რომ შეძრა კაცობრიობა, ადამიანთა და ეპოქის სულიერი სიღრმეები. ფროიდის მსგავსად, სრული სიზუსტით შეიმეცნა ცივილიზებული საზოგადოების სექსუალური გარყვნილება, სისასტიკე და ტკივილი.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისიდან პაბლო პიკასოს 2 რჩეულ ტილოსთან ერთად გამოვიდა დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის - „მეთევზე“. ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება არა მარტო პიკასოსა და ფიროსმანის, არამედ პროექტის ფარგლებში გამოსული სხვა ტილოებიც.

პროექტის განმავლობაში გამოსული ყველა ტილო სტუმრებისათვის სპეციალურ ფასად გაიყიდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიებაზე დასასწრებად, საჭიროა, შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/2IrJt5i

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/2315555958684499/

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის