ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოში შექმნილი მდგომარეობა განიხილა

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შექმნილი მდგომარეობა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სხდომაზე შეაფასეს საქართველოში გამართული საპროტესტო აქცია. მისი თქმით, „ექსტრემისტული ელემენტების მიერ მოწყობილი რუსოფობიური პროვოკაცია“ რუსი პარლამენტარების მიმართ უშიშროების საბჭოს მიერ შეფასდა როგორც „ძალიან საშიში გამოვლინება“.

პესკოვის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს დაევალა ტურისტების გაფრთხილება საქართველოში შესაძლო საშიშროების თაობაზე.

აღნიშნულ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები