ბექა წიქარიშვილმა თსუ-სთან შეკრებილ სტუდენტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა, თუმცა უარი მიიღო

მოძრაობა "თეთრი ხმაურის" ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილ სტუდენტებს მოუწოდა, "ქართული ოცნების" ოფისთან გადაენაცვლათ, რადგან სწორედ მმართველი პარტიაა დამნაშავე გუშინ პარლამენტთან მომხდარ მოვლენებში. მისი თქმით, ქართველ ახალგზრდებს პოლიტიკური მისია აქვთ.

"აქ დგომის ჩვენი პირველი ამოცანა, არის ის, გავიაზროთ რა მოხდა და არა ის, რომ აქ ერთმანეთს ვეპრანჭოთ და შევეჯიბროთ იმაში, ვინ უფრო მაგარ სადღეგრძელოს იტყვის. ჩვენ, ქართველ ახალგაზრდებს გვაქვს პოლიტიკური როლი, ჩვენ არა პარტიული, არამედ პოლიტიკური მიზანი უნდა გვქონდეს. ეს არის გასააზრებელი. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მისია. უნდა გავიაზროთ, როგორ მოვიქცეთ, რომ აღარ განმეორდეს ის, რაც მოხდა გუშინ, ამიტომ ვდგავართ აქ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ მხოლოდ აქ დგომით, ვერ მივაღწევთ მხოლოდ იმით, რომ ვიძახოთ "უნივერსიტეტი კარგია". კი ბატონო, მაგრამ გუშინ მოხდა 3 ტრაგედია, რომელიც დაუშვა "ქართულმა ოცნებამ". დაგვავიწყდა, რომ დაჭერილი ახალგაზრდები არიან?! ჰოდა, ამიტომ დაჭერილი ახლგაზრდების გათავისუფლება უნდა მოვითხოვოთ იქ, სადაც არის ამის ადგილი. მივიდეთ "ქართული ოცნების" ოფისთან და ვუთხრათ, რომ გაათავისუფლონ", - მიმართა სიტყვით გამოსვლისას ბექა წიქარიშვილმა შეკრებილ სტუდენტებს.

ამის საპასუხოდ, ერთ-ერთმა სტუდენტმა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "ამაზე მეტი, არ შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან. აქ დგომით, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და ვისაც არ ჰგონია, რომ ვაკეთებთ, მაშინ წავიდეს", - განაცხადა სტუდენტმა.

მისი თქმით, სტუდენტების მხრიდან, ხელისუფლების მიმართ პროტესტის გამოსახატად უნივერსიტეტზე კარგი ადგილი არ არსებობს.

"დღეს ჩვენ უნდა ვისხდეთ და ვსწავლობდეთ სახლში, იმიტომ რომ გამოცდები გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ განათლებულები და ჩვენ არ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, იმიტომ, რომ ჩვენი აწმყო დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ ვეღარ ვზრუნავთ მომავალზე. ამ ადგილიდან ყველაზე უფრო სწორია სტუდენტმა მოუწოდოს სახელმწიფოს. ამაზე კარგი ადგილი არ არსებობს. ჩვენ დავრჩებით აქ", - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის