ორგანიზატორების განცხადებით, პარლამენტთან აქციის ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლები დღეისთვის დასრულდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის ოფიციალური ნაწილი და შესაბამისად, სიტყვით გამოსვლები დღეისთვის დასრულდა. მათი თქმით, ამ ფორმით მთელი ღამის განმავლობაში აქცია ვერ გაგრძელდება, რადგან საჭიროა კონსოლიდირებული, ორგანიზებული მოქმედება და ძალების დაზოგვა, რათა ყოველ მომდევნო დღეს, პარლამენტის შენობის წინ კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეეძლოს გამოსვლა

ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს ხვალ, 19:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდეს. დემონსტრანტების ნაწილი მიკროფონის კვლავ ჩართვას ითხოვს, ნაწილი კი ნელ-ნელა ტოვებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია