პარლამენტში ზაქარია ქუცნაშვილის ადგილმონაცვლის ასარჩევად, ოქტომბერში დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში შუალედური არჩევნები გაიმართება

მიმდინარე წლის ოქტომბერში დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება.

შუალედური არჩევნების გამართვას “ქართული ოცნების” დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილება იწვევს, რომელიც პარლამენტის მანდატს ტოვებს და საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართავს.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გამართვით გამოწვეული მაოვლენების გამო, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ქუცნაშვილი დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატია.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო