ელენე ხოშტარია - მესამე დღეა, „ქართულ ოცნებას“  პოლიტიკური ჯოჯოხეთი აქვს

მესამე დღეა ჩვენ აქ ვდგავართ და მესამე დღეა „ქართულ ოცნებას“ აქვს პოლიტიკური ჯოჯოხეთი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ აქციაზე შეკრებილ ხალხს შორის დაპირისპირება შეიტანოს, რასაც პროვოკატორების საშუალებით ცდილობს.

„მესამე დღეა ჩვენ აქ ვდგავართ და მესამე დღეა „ქართულ ოცნებას“ აქვს პოლიტიკური ჯოჯოხეთი. დარწმუნებული ვარ, რომ აქ დგას ძალიან ბევრი განსხვავებული პოლიტიკური სიმპატიების, პოზიციების მქონე ადამიანი. ვიღაცას მე არ მოვწონვარ, ვიღაცას სხვა ადამიანი. არაუშავს ხალხო. მოვისმინოთ ერთმანეთის კრიტიკა. ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვართ ერთიანი. პირიქით ჩვენ გვამდიდრდებს ერთმანეთის კრიტიკა.

„ქართულმა ოცნებამ“ შეშინებულმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ შორის შუღლი შეიტანოს და სასაცილო პროპაგანდა ააწყო, რომ აქციაზე პოლიტიკოსებს არ უშვებენ და ა.შ. ჩვენ ერთმანეთს გავაკრიტიკებთ, მაგრამ დაპირისპირება არ იქნება იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება ერთობა. არ გამოუვათ ეს მოგზავნილი პროვოკატორებით. გულით მეცოდება ახალგაზრდა ბიჭი, „ქართული ოცნების“ აქტივისტი, რომელსაც იქ კი არ უშვებენ, რომ განათლება მიიღოს, აქ აგზავნიან, რომ ხალხთან იჭიდაოს, გავრილოვის თემაზე იჭიდაოს, რუსეთის თემაზე იჭიდაოს. რატომ? რაღაც საკითხებში ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სიტყვით გამოსვლისას მან ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მიმართა, შეეშვან აქციაზე შეკრებილი ადამიანების თვლას და შეასრულონ მოთხოვნები.

„მოეშვით მაიმუნობას, მოეშვით ზურგის შექცევას ხალხისთვის, მოეშვით ტელევიზორებთან ჯდომას და თავების თვლას, რამდენი ადამიანია აქ. მოეშვით იმედს, რომ რუსთაველი ცარიელი დაგხვდებათ. რუსთაველი დაგხვდებათ ყოველთვის სავსე, სანამ მიზანს არ მივაღწევთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს