რუსეთის ომბუდსმენი საქართველოს სახალხო დამცველს სთხოვს, დაეხმაროს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში

რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარია სთხოვს, დაეხმაროს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

მოსკალოკოვას განცხადებით, „რუსული ტელეარხის „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფს თავს ნაციონალისტები დაესხნენ და ათასობით რუსი ტურისტი იძულებული იყო, სამშობლოში დაბრუნებულიყო“. მისივე თქმით, დაირღვა რუსეთის დელეგაციისა და მისი ხელმძღვანელის სერგეი გავრილოვის უფლებები მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

რუსეთის ომბუდსმენის განცხადებით, „თბილისში მიმდინარე მოვლენები ღრმა შეშფოთების საფუძველს იძლევა“.

იხილეთ ვიდეო: რუსეთის ომბუდსმენი საქართველოს სახალხო დამცველს სთხოვს, დაეხმაროს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის