ელენე ხოშტარიამ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს აქციის ორგანიზატორთა ჯებირების უკან დაბრუნება მოსთხოვა

„ევროპული საქართველოს“ წევრები რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორთა ჯებირების უკან დაბრუნებას ითხოვენ. ჯებირების დაბრუნების მოთხოვნით ელენე ხოშტარიამ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას მიმართა. ჯღარკავას განცხადებით, ჯებირების ტერიტორიიდან გატანა მისი სამსახურის კომპეტენცია არ არის, რაც შეეხება სხვა ნივთებს, მათ შორის სცენას, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მას ადგილზე დააბრუნებენ.

„ჯებირები ნიშვნელოვანია აქციისთვის. მოპარულ სცენას რომ დააბრუნებთ, გასაგებია, მაგრამ ჯებირები? სხვისი კუთვნილებაა ეს ნივთები და ყველამ იცის, რომ აქცია იყო და დღესაც არის დაგეგმილი და მაინც წაიღეს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ამაზე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ მისი სამსახურის თანამშრომლებს რუსთაველის გამზირიდან ჯებირები არ გაუტანიათ.

„ნივთები, რომელიც რუსთაველის გამზირიდან გავიტანეთ, აუცილებლად დაბრუნდება არსებულ ლოკაციაზე. რაც შეეხება ტექნიკას, ვინ წაიღო, ეს ჩემთვის უცნობია. ჩვენ თანამშრომლებს არ დახვედრია არანაირი ტექნიკა. ეს უფრო სხვა მოკვლევის საკითხია. დასუფთავების ფარგლებში თქვენ იცით, რა ოდენობის ნაგავზეა საუბარი. ჩვენ ყოველდღიურად ვასუფთავებთ და გაგვაქვს ყველა ის კონსტრუქცია, რომელიც აღმოჩენილია ადგილზე. მას შემდგ, თუ რომელიმე ნივთს გამოუჩნდება პატრონი, ჩვენ ამას ვაბრუნებთ და არანაირი ხელშეშლა არ ყოფილა. ჯებირები არ არის დასუფთავების სამსახურის კომპეტენცია და ტერიტორიას მხოლოდ ნარჩენებისგან ვასუფთავებთ. რაც შეეხება სცენას, დავაბრუნებთ უკან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს სამუშაოები გრძელდება დილამდე და კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც ახლა რუსთაველზეა, ჩვენთვის განიხილება, როგორც ნარჩენი და გაგვაქვს ნარჩენად. მხოლოდ მას შემდეგ, თუ მას აქვს მატერიალური ღირებულება და მისი კუთვნილი პატრონი გამოჩნდება, დავაბრუნებთ უკან“, - განაცხადა ჯღარკავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა