კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს „თბილსერვისისთვის“ ბოდიშის მოხდას სთხოვს

მინდა მივმართო კონკრეტულ პოლიტიკოსებს, თუ ამ ადამიანებს აქვთ რაიმე მორალური პრინციპი, ბოდიში მოუხადონ „თბილსერვისს“ და აქ მომუშავე ადამიანებს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერების ბრალდებას, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, პარლამენტის შენობის წინ, სცენის კონსტრუქცია, ხმის გამაძლიერებელი აპარატურა და ჯებირები მოიპარეს.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხისმგებლოსა და უტიფარს უწოდებს. დედაქალაქის მერი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც, პარლამენტის შენობიდან სცენის კონსტრუქციის გატანა მოხდა.

“უპასუხოდ ვერ დავტოვებდი ამ უტიფარ და უპასუხისმგებლო განცხადებებს, კონკრეტული პოლიტიკოსებისგან. ისინი ცდილობენ სახელი შეულახონ დედაქალაქის მერიას და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პასუხის გარეშე არ დარჩება, რადგან არ გვინდა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურს, ის ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას და ეს ადამიანები ყოვედღიურად მუშაობენ განსაკუთრებულ რეჟიმში, რის გამოც, თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქალაქს და დედაქალაქის მოსახლეობას. ეს ადამიანები ასრულებდნენ დასუფთავების სამუშაოებს და დღეს, დილის საათებში, იქ არსებული ტერიტორია დაასუფთავეს და რადგან იქ არავინ არ იყო, არც ერთი პასუხისმგებელი პირი, რომელი იტყოდა ეს არის ჩვენი და გვჭირდება. შესაბამისად, მოხდა ამის დასუფთავება და როგორც კი მას გამოუჩნდა პატრონი, ადამიანები, ვინც მოითხოვეს, დაუბრუნდა.

ასევე მოვისმინეთ ბრალდება, რომ თითქოს დედაქალაქის მერიამ მოიპარა ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, ჯებირები, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი და მინდა მივმართო კონკრეტულ პოლიტიკოსებს, თუ ამ ადამიანებს აქვთ რაიმე მორალური, ბოდიში მოუხადონ „თბილსერვისს“ და აქ მომუშავე ადამიანებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა