რუსი დეპუტატი ფიფასგან ანტისაოკუპაციო მაისურების გამო ქართველი ფეხბურთელების დასჯას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი იგორ ლებედევი ქართველი ფეხბურთელების მიერ საქართველოს ჩემპიონატზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოჩენას ეხმაურება. როგორც მან „ტვიტერზე“ დაწერა, ფიფა ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს ოფიციალური თამაშების დროს ფეხბურთელების ასეთ საქციელზე.

ამასთან, ქუთაისის "ტორპედოს" მარკეტინგის მენეჯერის იმედა გიორგაძის თქმით, კლუბი ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის დაიცავს. მისივე ინფორმაციით, რუსულ მხარეს უეფასთვის ან ფიფასთვის ჯერ ოფიციალურად არ მიუმართავს.

„საუბარია "ტორპედოზე", "ლოკომოტივსა" და "რუსთავზე". ჯერ არ მიუმართავთ ოფიციალურად ფიფასთვის ან უეფასთვის, თუმცა არ არის გამორიცხული, მიმართონ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის დავიცავთ", - განაცხადა იმედა გიორგაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო