მარია ზახაროვა სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა რუსი ტურისტების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსმა ტურისტებმა თავი მხოლოდ უსაფრთხოდ კი არა, არამედ ყველაზე ძვირფას სტუმრებად უნდა იგრძნონ და შიდაპოლიტიკური ფრონტებიდან ცნობები არ უნდა იკითხონ.

„ზურაბიშვილი ძალიან ცდილობს...ეს განცხადება მომზადდა კალკულატორის გამოყენებით“, - წერს ზახაროვა თავის „ფეისბუქგვრედზე“.

საქართველოს პრეზიდენტმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინის იმ ბრძანებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, საქართველოსთან ავიამიმოსვლა იკრძალება.

„ჩემი პასუხია, რომ ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ. პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა კი უნდა გადაწყვიტონ პრობლემები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მარია ზახაროვა სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა