20 ივნისს დაკავებული ირაკლი ხვადაგიანი ლევან მურუსიძეს - სიამოვნებით გავატარებდი ამ დღეებს იზოლატორში, არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს

არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს, - ასე მიმართა 20 ივნისის აქციაზე დაკავებულმა ირაკლი ხვადაგიანმა მოსამართლე ლევან მურუსიძეს. ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისს დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მოსამართლე ლევან მურუსიძე უძღვება.

ლევან მურუსიძემ დაკავებულს მიმართა, პროცესზე ეთქვა, როგორ მოხდა მისი დაკავება. თუმცა, ხვადაგიანმა განაცხადა, რომ ურჩევნია იზოლატორში იყოს, ვიდრე მისი გათავისუფლების დოკუმენტზე ხელი მოსამართლე მურუსიძემ მოაწეროს.

"მე სიამოვნებით გავატარებდი ამ დღეებს იზოლატორში და არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს", - განაცხადა ხვადაგიანმა.

ცნობისთვის, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ირაკლი ხვადაგიანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ამავე სხდომაზე იხილება კიდევ ორი დაკავებულის, ცოტნე ცხვედიანის და იოსებ თხელიძის საქმეც.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია