ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი - იმედს ვტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებებს

იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო იხელმძღვანელებს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის განუხრელი დაცვით და გამოიტანს სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანმა სოციალურ ქსელში, 21 ივნისს დაკავებულთა შესახებ წერს.

„21 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაცული წესით დაკავებული რამდენიმე ასეული პირის საქმე განიხილა, რომელთაგან 121-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთა საქმეების განხილვა, უმრავლეს შემთხვევაში, მიმდინარეობდა ადვოკატების გარეშე, სამართლიანი პროცესისა და დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად, შეიქმნა ადვოკატთა ჯგუფი, რომელთაც უსასყიდლოდ განახორციელეს 100-ზე მეტი პირის წარმომადგენლობა სასამართლოში, რის შედეგადაც დაკავებული პირები გათავისუფლდნენ სასამართლო დარბაზებიდან მსუბუქი, არასაპატიმრო სახდელებით ანდა საქმეთა გადადების საფუძვლით.

იმ საქმეებზე, სადაც გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობები, ჩვენმა ადვოკატებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ათობით დადგენილება და ამ წუთებშიც ახორციელებენ დაპატიმრებული პირების უფლებების დაცვას. იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო იხელმძღვანელებს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის განუხრელი დაცვით, გაითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაპატიმრებულ პირებს, პირველ ეტაპზე არ ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლათ ადვოკატის დახმარებით და გამოიტანს სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებებს“,- წერს დავით ასათიანი.

ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის