მოსამართლე ლევან მურუსიძემ 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ხუთი პირი სამართალდამრღვევად სცნო, ერთის გარდა, ყველა გათავისუფლდა

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებულები ბესიკ თამლიანი, გიორგი ნაჭყებია, ვახტანგ ნიკოლეიშვილი, მიხეილ მაღლაკელიძე ცა ვასილ წიკლაური თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა, ნაჭყებიას გარდა, ყველა დარბაზიდან გაათავისუფლა.

კერძოდ, მოსამართლე ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს სამართალდამრღვევა და მათ განესაზღვრათ 3 და 5 დღე-ღამის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც მათი დაკავების მომენტიდან აითვალა. შესაბამისად, ხუთი პირიდან ოთხი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გიორგი ნაჭყებია სასამართლომ სცნო სამართალდამრღვევად და 5 დღე-ღამის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა, შესაბამისად, პატიმრობაში დატოვა და ის დაწესებულებას ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გამოაცხადა. დაკავებულებს 13-13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჰქონდათ შეფარდებული.

ცნობისთვის, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: 20 ივნისის აქციაზე დაკავებული სამი პირი მოსამართლე ლევან მურუსიძემ სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის