მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს კონსტიტუციას, მათთან, ვისი ქცევაც პროვოკაციული იყო, დიალოგი არ იქნება

ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალს და კონსტიტუციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში განუცხადა. მისი თქმით, იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდნენ, დიალოგი არ იქნება.

„ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომელიც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალს და კონსტიტუციას. მათთან, ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული, რომლებიც მუდამ მოტივირებული არიან, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდნენ, დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს შესაბამის პასუხს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათ პასუხს გასცემს კანონი. რაც შეეხება კონსულტაციებს, ის გაიმართება ყველასთან. არსებობს შესაბამისი ფორმატი, რომელიც საქართველოს პარლამენტშია შექმნილი. ეს დიალოგი შეეხება ყველას, როგორც პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებს, ასევე მის გარეთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო