ელენე ხოშტარია - გიორგი გახარია ამ პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევია, ამიტომ, მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია

გიორგი გახარია ამ პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევია, ამიტომ, მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შს მინისტრი აუცილებლად უნდა გადადგეს.

„აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას თანამდებობაზე დატოვება და ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. ისინი ერთი დღე ვაჭრობდნენ კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი. მაშინ, როცა გახარიას არ აქვს არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური უფლება იყოს შს მინისტრი. გახარია არის შს მინისტრი, რომელმაც იყიდა ნაკლებად სასიკვდილო, ანუ სასიკვდილო ტყვიები და გასცა ბრძანება ადამიანებისთვის დამიზნებით ესროლათ და დაესახიჩრებინათ. დღემდე სამი ადამიანი ებრძვის სიკვდილს, ადამიანებმა დაკარგეს თვალი. ეს ვერ შერჩება მას. ის არის ამ პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი, ამიტომ, მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია“,- განაცხადა ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა