არჩილ თალაკვაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების დაკვეთა ყველაზე მთავარია

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებას ჰქონდეს ის ნდობის განცდა მმართველი გუნდის მიმართ, რომ ჩვენთვის, როგორც ეს იყო 2012 წლიდან მოყოლებული, თანამოქალაქეების აზრი არის ყველაზე მთავარი. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა“ ოცნებამ ეს დაამტკიცა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში განუცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, იმის დასტურია, რომ მმართველი გუნდისთვის მოქალაქეების აზრი მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, პროპორციული საპარალამენტო არჩევნების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და ახლა ვადების დაკორექტირება მოხდება.

„ამ გადაწყვეტილებით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საზოგადოების, ჩვენი თანამოქალაქეების აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, ისიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის გადაწყვეტილება ჩვენივე ხელისუფლების პირობებში მივიღეთ საკონსტიტიუციო რეფორმის დროს და ახლა უბრალოდ ვადებთან დაკავშირებით ვიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც 2024 წლიდან 2020 წელს გადმოვიტანთ არჩევნებს“, -აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს