ვახუშტი მენაბდე - ნულოვანი ბარიერის პირობებში, დე ფაქტო ბარიერი მაინც გვაქვს - საქართველოს შემთხვევაში, ეს დაახლოებით 0.67% გამოდის

ნულოვანი ბარიერი ერთ-ერთი კარგი საარჩევნო სისტემაა - ის უზრუნველყოფს მიღებული ხმების მაქსიმალურად ზუსტად გარდასახვას მანდატებში, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

მენაბდის განმარტებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერი იმას ნიშნავს, რომ პარტიებს ფაქტობრივად იმდენი მანდატი აქვთ, რაც მხარდაჭერა და საზოგადოების განწყებები ზუსტად არის ასახული საკანონმდებლო ორგანოში. ეს კი, მისივე თქმით, დემოკრატიის მნიშვნელოვანი ასპექტია.

“აქვე უნდა განვმარტოთ, რას ნიშნავს თავად ნულოვანი ბარიერი. სიტყვასიტყვით თუ გავიგებთ, ისე გამოდის, რომ თითქოს თითო ხმა თითო მანდატს უდრის. ეს წარმომადგენლობით დემოკრატიაში შეუძლებელია. რეალურად, ნულოვანი ბარიერი ნიშნავს ხმების მანდატებში გარდასახვის სპეციფიურ ფორმულას, სადაც დე ფაქტო ბარიერი მაინც გვაქვს. საქართველოს შემთხევაში ეს დაახლოებით 0.67% გამოდის. ანუ ყველა 0.67%-ზე ერთი მანდატი ეკუთვნის პარტიას”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

“ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს