ვახტანგ ძაბირაძე - „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სწორი და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება, ის წავიდა რადიკალურ რეფორმაზე

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ძალიან სწორი და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება, ის წავიდა რადიკალურ რეფორმაზე, - ასე აფასებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

„20 ივნისის შემდეგ ქვეყანაში რეალობა ნამდვილად შეიცვალა და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა არჩევანი ან ყველაფერი ისე დაეტოვებინა, როგორც იყო და მოვლენების განვითარებისთვსი მიედევნებინა თვალი ან წასულიყო იმ ცვლილებებზე, რომელზეც არის საუბარი. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ძალიან სწორი და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება, როცა მან მიუხედავად იმისა, თუ რა მოიმოქმედა 20 ივნისს, გადაწყვიტეს შეინარჩუნონ სტაბილურობა და წავიდნენ რადიკალურ რეფორმაზე“,- განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ასევე, ძალიან კარგია, რომ პროპორციული წესით არჩევნები ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

„ნულოვანი ბარიერის მიღება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 0.6%-ს მას გარანტირებული აქვს ერთი მანდატი პარლამენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლიდან გვექნება აუცილებლად კოალიციური მთავრობა, რადგან ქვეყანაში დღეს არ მეგულება არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც 50%-ს+1 მოაგროვებს“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე