აქციის მონაწილეები „რესპუბლიკის მოედნიდან“ ავტოკოლონებით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიძრნენ

აქციის მონაწილეები „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ და ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ავტომობილებით დაიძრნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სერგო გალსტიანის თქმით, პროტესტის მთავარი მოთხოვნა ამ მომენტისთვის არის ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გადადგეს.

„ასევე, მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ის, რომ უნდა წავიდეს თანამდებობიდან ყველა მოსამართლე, ვინც ხელი შეუწყო ნაცემი და დარბეული ხალხის უკანონოდ დაპატიმრებას. ამას გარდა, ყველაზე მთავარი და მწვავე მოთხოვნაა, რომ 305 ადამიანი იყო დაკავებული და მათგან 5 უკვე გარეთ არის, ხოლო დანარჩენი 300 ადამიანი დღესვე უნდა გათავისუფლდეს. ისინი გადანაწილებულები არიან სხვადასხვა იზოლატორში, მათ ვერ პოულობს პატრონი, ვერ აწვდის სასმელსა და საჭმელს, ვერ ასაჩივრებს საქმეებს და ა.შ. შევიკრიბეთ საყვირებით და მანქანებით მივაკითხავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო მთავარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დღეს აქცია კვლავ გაგრძელდება 19:00 საათზე, პარლამენტთან. ეს იქნება იმავე ფორმატით, უფრო მეტი საინტერესო და არასასიამოვნო სურპრიზით მთავრობისთვის", - განაცხადა გალსტიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო