აქციის მონაწილეები კახეთის გზატკეცილზე მდებარე შს სამინისტროსკენ მიემართებიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან. მანამდე აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შს სამინისტროს შენობასთან იმყოფებოდნენ, სადაც მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან მივიდნენ.

ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიას მისამართით სკანდირებდნენ: "წადი". ამჟამად კი ავტოკოლონებით კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან გადაადგილდებიან.

მსვლელობა ავტომობილების სიგნალებისა და საყვირების ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები შემდეგია: შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა და 20 ივნისს აქციის დაშლის დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო