გრიგოლ ვაშაძე - შუალედური გამარჯვება მიღწეულია - საქართველოში დაიწყო ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის მსხვრევა

შუალედური გამარჯვება მიღწეულია, საქართველოში დაიწყო ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის მსხვრევა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ვაშაძე აცხადებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეთანხმება საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ წესს, თუმცა აქციის მონაწილეების პოზიციაა მნიშვნელოვანი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მისაღებია ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

„პროპორციულ არჩევნებს როგორ შეიძლება არ დაეთანხმოს გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის შემადგენელიცააა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ , მაშინ როდესაც ჩვენი შეგროვებული 300 ათასი ხელმოწერა დევს პარლამენტში და თითქმის ორი წელია ამაზე ვლაპარაკობთ. რაც შეეეხება ბარიერს და სხვა მოდალობებს, ჩვენ ამაზე უპირველეს ყოვლისა გვინდა გავიგოთ იმ ადამიანების აზრი, რომლებიც დღეს, 19:00 საათზე პარალმენტის წინ შეიკრიბებიან. მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მოხვიდეთ და კიდევ ერთხელ გააგონოთ თქვენი ხმა ხელისუფლებას, მაგრამ შუალედური გამარჯვება მიღწეულია- საქართველოში დაიწყო ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის მსხვრევა და ეს თქვენი ყველას გამარჯებაა, აქ უკვე პოლიტიკაც აღარ არის, ესაა ღირსების საკითხი და სახელმწიფოს შენარჩუნების საკითხი დემოკრატიის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს შენარჩუნება შუძლებელია. ბოლო კვირამ ეს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად აჩვენა,”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო