ტყის სექტორის განვითარების მიზნით, მსოფლიო ბანკის პროექტი ხორციელდება

ჩვენ უნდა შევქმნათ სატყეო მეურნეობების მოდელი და ვფიქრობ, დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით სასურველ შედეგს მივიღებთ,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მსოფლიო ბანკის პროექტის „სამხრეთ კავკასია - კერძო სექტორის როლის გაძლიერება ტყის სექტორის განვითარების მიზნით“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს.

მისივე თქმით, სატყეო სექტორის განვითარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს, ამასთან მნიშვნელოვანია ტყის რესურსების გამოყენება ეკონომიკური პრინციპების დაცვით.

იური ნოზაძემ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს ტყის ახალი კოდექსის შემუშავებაში გაწეული ფინანსური დახმარებისთვის.

შეხვედრაზე საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტყის სექტორის კვლევის შედეგები და განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. მსოფლიო ბანკის ჯგუფის ლიდერმა, ტუკა კასტრენმა, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარია ტყის ბუნებრივი საფარით, რასაც დაცვა-განვითარება სჭირდება და ამ კუთხით ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების, ასევე, სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სატყეო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა