გრიგოლ ვაშაძე - მმართველ „კანტორას“ თუ ჰგონია, რაიმე საარჩევნო ხრიკით დაშლის "გაერთიანებულ ოპოზიციას", ძალიან დიდი შეცდომაა

მმართველ „კანტორას“ თუ ჰგონია, რაიმე საარჩევნო ხრიკით დაშლის "გაერთიანებულ ოპოზიციას", ძალიან დიდი შეცდომაა, - ასე უპასუხა "გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ „ქართული ოცნების“ ინიციატივას, 2020 წელს პროპორციული წესით არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ჩამოვყალიბდით მძლავრ ძალად და ვიცით, რომ ძალა მართლა ერთობაშია", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" 25 პოლიტიკურ გაერთიანებასთან ერთად, უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, რათა აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია შედგეს და ერთ პოზიციაზე შეჯერდნენ.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ შესაბამისი მოქმედება, რომ დავუკავშირდეთ ყველა იმ 25 პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც შეაგროვა პროპორციულ არჩევნებზე ხელმოწერები იმისათვის, რომ ხვალ გავიაროთ კონსულტაცია და ვიყოთ ერთნი. როგორც კი დაიწყება დაქსაქსვა, შედეგს მივიღებთ დახლოებით ისეთს, როგორც მივიღეთ მაგალითად ავადსახსენებელი კონსტიტუციის შემთხვევაში", - აღნიშნა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა