დიმიტრი პესკოვი - საქართველოს მიმართ შემოღებული შეზღუდვები იძულებითი ნაბიჯია

საქართველოს მიმართ გამოყენებული დროებითი შეზღუდვები იძულებითი ნაბიჯია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

კითხვაზე, კრემლს დეკლარირებული აქვს პრინციპი, რომ მოსკოვი არ არის სანქციების პოლიტიკის მომხრე და მათ შემოღებას მხოლოდ საპასუხოდ ახორციელებს, ხომ არ გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ განსხვავებული მიდგომა, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ პრინციპები არ დარღვეულა.

„ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ვლაპარაკობთ შეზღუდვებზე. ვამბობთ იმასაც, რომ ეს იძულებითი შეზღუდვებია“, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.

მისივე თქმით, რუსეთი არ აპირებს დაემსგავსოს სხვა სახელმწიფოებს და ვინმეს თავს მოახვიოს საკუთარი პოზიცია „ნამდვილი სანქციების გამოყენებით, რომლებიც უკანონოა“.

პესკოვის განმარტებით, ამჟამად ლაპარაკია არა სანქციებზე, არამედ ფრენის შეზღუდვაზე.

„რუსეთის პრეზიდენტმა უნდა იფიქროს რუსების უსაფრთხოებაზე და ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მანვე დასძინა, რომ მილიონზე მეტი რუსი სტუმრობს საქართველოს წელიწადში და დროებითი შეზღუდვის შემოღება მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ რაოდენობას. „როგორც ხედავთ, არ შეიძლება არსებობდეს აკრძალვა რომელიმე ქვეყანაში ჩასვლაზე. არის გაფრთხილება ჩვენი მოქალაქეებისთვის გაითვალისწინონ ის საფრთხე, რომელიც სამწუხაროდ ახლა არსებობს ამ ქვეყანაში“, - დასძინა დიმიტრი პესკოვმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა