საპროტესტო აქციის მონაწილეები კახეთის გზატკეცილზე მდებარე შს სამინისტროს შენობიდან პარლამენტისკენ ინაცვლებენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან პარლამენტისკენ ინაცვლებენ. ორგანიზატორების თქმით, აქცია გრძელდება და ისინი 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ ხალხს ელოდებიან.

„აქედან პირდაპირ ვინაცვლებთ პარლამენტთან და ვაგრძელებთ აქციას. აქციაზე წუხელ უნივერსიტეტებიდან რამდენიმე მოშიმშილე ბავშვი დარჩა, მივდივართ, რათა ადგილზე შევხედოთ სიტუაციას. ზოგიერთი აქციაზე დარჩება, ხოლო ზოგი უფრო გვიან შემოგვიერთდება, რადგან ამ სიცხეში რუსთაველის გამზირზე ხალხის შეკრება იმაზე უარესია, რაც გახარიამ გააკეთა. ხალხს კი ისედაც ველოდებით ყოველდღე, 19:00 საათზე", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სერგო გალსტიანმა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ავტოკოლონებით მსვლელობა გამართეს. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან ჯერ ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობასთან შეჩერდნენ, შემდეგ კი კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო