ირაკლი ოქრუაშვილი - 0%-იანი ბარიერით პროპორციული არჩევნების შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ, თაღლითური სქემით ძალაუფლების შენარჩუნება

ნუ დავიწყებთ აჟიტირებას შემოთავაზებული პროპორციული არჩევნების შედეგად და კარგად გავაცნობიეროთ რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ივანიშვილის მცდელობა შეინარჩუნოს ძალაუფლება და გაიხანგრძლივოს კიდევ უფრო დიდხანს,-ასე მიმართავს პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ სპექტრს და გადაწყვეტილებას „თაღლითურ სქემად“ აფასებს.

„დღეს, ივანიშვილის მიერ პროპორციული არჩევნების შემოთავაზება გახლავთ ჩვენი ახალგაზრდების და არამარტო ახალგაზრდების შეუპოვარი ბრძოლის ნაწილობრივი შედეგი. ამიტომ , მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი მოძრაობის სახელით მათ. რატომ ნაწილობრივ: 0%-იანი ბარიერით პროპორციული არჩევნების შემოთავაზება სხვა არაფერია თუ არა ივანიშვილის მიერ, თაღლითური სქემით ძალაუფლების შენარჩუნების გზა და ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამას მიესალმება უნდა აცნობიერებდეს, რომ შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკურ ხაფანგში. ეს გახლავთ პრაქტიკურად და შინაარსობრივად მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება, როდესაც ივანიშვილი დღეს არსებულ, ან ახალ მაჟორიტარებს შეაქმნევინებს პარტიებს და მათი მეშვეობით შეეცდება შეინარჩუნოს პარლამენტში უმრავლესობა.

ყოველივე ამის შედეგად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარების მიზნით შეიქმნას სახალხო ნდობის მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რიგითი პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნოს სახალხო ნდობის მქონე პიროვნება, რომელიც გამოიძიებს სამი დღის წინანდელ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნან გათავისუფლებული ის ადამიანები, რომლებიც არიან დაკავებულები და რომელთა დაკავების საფუძველიც არსებულ რეჟიმს არ გააჩნია“,-აცხადებს ოქრუაშვილი.

იგი 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შს მინისტრმა პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს და თანამდებობიდან გადადგეს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა