გია ხუხაშვილი - გახარია გახდა „კოჭლი იხვი“ - ოპოზიციას ის თანამდებობაზე უფრო სჭირდება, ვიდრე მისი გადადგომა

„გახარიას გადადგომა ოპოზიციის ინტერესში არ არის. გახარია უკვე „კოჭლი იხვია“ და რაც უფრო დიდხანს იქნება ის თანამდებობაზე, ოპოზიციას საყვირალი ექნება,“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, შს მინისტრი გიორგი გახარია აღარ არის მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა. შესაბამისად, ხუხაშვილის თქმით, იმიჯშელახული მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა ოპოზიციას აწყობს.

„პარადოქსია, მაგრამ ოპოზიციას გახარია თანამდებობაზე უფრო სჭირდება, ვიდრე მისი გადადგომა. გახარიამ ზიანი უკვე მიიღო. ის ოპოზიციისთვის საშიში იყო, როდესაც გარკვეული ქარიზმის მატარებელი იყო. დღეს კი უკვე დაზიანდა და ე.წ. „კოჭლი იხვი“ გახდა. შესაბამისად, რაც უფრო დიდხანს იქნება „კოჭლი იხვი“ თანამდებობაზე, ეს ოპოზიციას აწყობს. გახარია აღარ არის მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა, შესაბამისად, ის თუ იქნება თანამდებობაზე, ოპოზიციას მუდმივად ექნება საყვირალი. შესაბამისად, ოპოზიციამ თავისი ამოცანა გახარიასთან მიმართებაში უკვე შეასრულა. თუ მას არ გადააყენებენ, ოპოზიციას არ ეწყინება, პირიქით გაუხარდება,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს