ლონდონში, „თიბისი ბანკის“ ჯგუფის აქციონერთა კრება გაიმართა

„თიბისი ბანკი“ ლონდონში „თიბისი ბანკის“ ჯგუფის აქციონერთა კრების გამართვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს, ლონდონში “თიბისი ბანკის” ჯგუფის (TBC BANK Group PLC) ყოველწლიური აქციონერთა კრება გაიმართა, სადაც 17 საკითხზე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყველება. აქციონერთა 97,63 პროცენტმა მხარი დაუჭირა დირექტორთა საბჭოში მამუკა ხაზარაძისთვის თავმჯდომარის მანდატის გაგრძელებას, ხოლო ბადრი ჯაფარიძის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას ხმა აქციონერთა 98,74 პროცენტმა მისცა.

„თიბისი ბანკის“ ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, მათ შორის, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და კონტინენტური ევროპიდან.

აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მოწმობს „თიბისი ბანკის“ ჯგუფის მიერ არჩეული სტრატეგიის წარმატებას.

ჯგუფი აგრძელებს საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების სტრატეგიას და ამჟამად წარმატებით ახორციელებს უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე შესვლას. ამას გარდა, ჯგუფის უახლოესი გეგმებია 2022 წლისთვის 10 მილიონ მომხმარებელს შესთავაზოს სხვადასხვა ტექნოლოგიური სერვისები, რისთვისაც „თიბისი ბანკის“ ჯგუფმა წარმატებით დაიწყო ეკოსისტემების განვითარება, ისეთი როგორიც არის ინტერნეტ კომერცია და უძრავი ქონება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო