ნინო ლომჯარია - მოვუწოდებთ არამარტო პროკურატურას, არამედ შსს-ს, სუს-ს, სდსს-ს ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან

სახალხო დამცველი აპირებს შეისწავლოს და შეაფასოს ის სისტემური პრობლემები, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში აქციების მართვასთან,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ბოლო წლებში გამართული აქციების მიმდინარეობამ დაგვანახა, რომ სერიოზული პრობლემებია, როგორც აქციების, ასევე კონტრაქციების მართვასთან“.

„სახალხო დამცველი აპირებს იმუშაოს არამხოლოდ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამოძიების საკითხებზე, არამედ შეისწავლოს და შეაფასოს ის სისტემური პრობლემები, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში აქციების მართვასთან. ფაქტია, რომ ბოლო წლებში გამართული აქციების მიმდინარეობამ დაგვანახა, რომ სერიოზული პრობლემებია, როგორც აქციების, ასევე კონტრაქციების მართვასთან, ასევე, მისი დაშლის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, რაც ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა შეკრებისა და გამოხატვის დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ არამარტო პროკურატურას, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და ყველა სხვა უწყებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშრებით ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან“,- განაცხადა ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა