მაია ცქიტიშვილი - ჩვენ ვხსნით შესაძლებლობას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ თავისი წარმომადგენელი იპოვოს პარლამენტში

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხსნით შესაძლებლობას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის თავისი წარმომადგენელი იპოვოს პარლამენტში, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი მაია ცქიტიშვილი მმართველი პარტიის ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.

„ნულოვანი ბარიერით პროპორციულ მოდელზე გადასვლა არის შემდგომი ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისკენ. ამ პროცესის დაჩქარება გამოიწვია საზოგადოების სურვილმა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კარს ვაღებთ ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებენ. იმედი გვაქვს, რომ ნულოვანი ბარიერი ქაოსს კი არ გამოიწვევს, არამედ შექმნის ახალ შესაძლებლობებს ყველა იმ მოქალაქისთვის, ყველა იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც აქვს ფასეულობები და ინტერესი წარადგინოს კონკრეტული ხედვები პარლამენტში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის თქმით, პროპორციული სისტემა ხელს შეუწყობს პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგელობას პარლამენტში.

„ეს არის შესაძლებლობა იმ ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომელთა ენერგია და მუხტი დავინახეთ ბოლო დღეებში. მივესალმებით, რომ ახალგაზრდობამ თავისი სიტყვა თქვას და მათი ხმაც გვესმოდეს პარლამენტში უფრო აქტიურად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხსნით შესაძლებლობას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ თავისი წარმომადგენელი იპოვოს პარლამენტში, რათა უკეთ აისახოს საქართველოს მოსახლეობის განწყობები, სურვილები და პრეფერენციები,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა