ნინო ლომჯარია - მივესალმები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე

მივესალმები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, „ქართული ოცნების“ მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება ნულ პროცენტიან ბარიერს, ლომჯარიას თქმით, აღნიშნული პოლიტიკური მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს.

„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. მე არ ვთვლი, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი, ეს არის ადამიანის უფლებების საკითხი და ჩვენ ანგარიშებში ვსაუბრობდით იმაზე, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არ შეესამებოდა სამართლიანი არჩევნების სტანდარტებს, რადგან ვერ უზრუნველყოფდა თანაბარ და პროპორციულ გადანაწილებას ხმების. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ნამდვილად იყო ადამიანის უფლებების საკითხი. რაც შეეხება ბარიერს, ვფიქრობ, ეს უნდა გახდეს პოლიტიკური მსჯელობის საგანი და პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი“,- განაცხადა ლომჯარიამ.

“ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა