მაია ცქიტიშვილი - ყველა თანხმდება, რომ ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან ლეგიტიმური იყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო აგრესიის შეჩერება და ჩვენი საზოგადოების მასობრივი არეულობისგან დაცვა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდში სერიოზული მსჯელობა არ ყოფილა.

მაია ცქიტიშვილის აზრით, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობა“ სრული პასუხისმგებლობის შინაგან საქმეთა სამინისტროზე გადატანას ცდილობს. ვიცე-პრემიერის შეფასებით, მშვიდობიანი პროტესტის დასაფიქსირებლად მისულ მოქალაქეებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მოუწოდეს დესტრუქციული მოქმედებებისკენ.

„ყველამ ვიხილეთ, რომ სამწუხაროდ, მშვიდობიანი პროტესტი მშვიდობიან ფორმატს გასცდა. მომიტინგეების გარკვეული ნაწილისგან ძალიან დიდი ძალადობა ვიხილეთ და ასევე ვიხილეთ, თუ რამდენი საათის განმავლობაში რა მაღალი სტანდარტით იცავდა პოლიცია საკუთარ თავს და სახელმწიფო ინსტიტუციას. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, რადგან მოვლენები ძალიან დინამიურად ვითარდებოდა, პოლიციას მოუწია ამ აგრესიის შეჩერება.

ყველა თანხმდება, რომ ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან იყო ლეგიტიმური. შესაბამისად, რაიმე სახის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას. პირიქით, აქ საუბარია იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო აგრესიის შეჩერება და მასობრივი არეულობისგან ჩვენი საზოგადოების დაცვა, ხოლო იმ ცალკეულ შემხვევებზე, სადაც ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, როგორც დღეს პროკურატურამაც განაცხადა, იქნება რეაგირება და ამის ნება და მზადყოფნა გვაქვს. ჩვენ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ სამართლებრივ ჭრილში, სამართლებრივ ჭრილში კი, ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით გამორიცხულია,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, იმ პირების მიმართ, რომლებიც აქციის მონაწილეებს ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდებდნენ, უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო