მაია ცქიტიშვილი - თუკი ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა აუხსნას რატომ ეწინააღმდეგება ნულოვან ბარიერს

ოპოზიციას ეძლევა შესაძლებლობა დაამტკიცოს რამდენად გულწრფელი იყო თავის მოწოდებებსა და ხედვებში. თუკი არ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, ოპოზიციამ თავის ამომრჩეველსაც უნდა აუხსნას რატომ ეწინააღმდეგება ნულოვან ბარიერს, რაც ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების ხმას პარლამენტში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, უახლოესი სესიის დასრულებისთანავე, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, საზოგადოებასთან, საარჩევნო სისტემით დაინტერესებულ ყველა ჯგუფთან, მმართველი ძალა დაიწყებს ღია დიალოგს, რათა მოხერხდეს ისეთ მოდელზე შეჯერება, რაც ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებს უპასუხებს.

„თუ რომელიმე პარტიას აქვს არაკონსტიტუციური გზით ჩვენს ქვეყანაში ვითარების შეცვლის სურვილი და სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ, რომ ნამდვილად არიან ასეთი ძალები, რომელთაც მხოლოდ დამხობისა და რევოლუციის გზით შეუძლიათ მოქმედება, რა თქმა უნდა, ესეც გამოჩნდება და ნათლად დაინახავს საზოგადოება თუ რა ინტერესი ამოძრავებთ სინამდვილეში ამ ადამიანებს. ნამდვილად გაუჭირდება არამარტო ქართულ ოცნებას, არამედ ნებისმიერ სხვა ძალასაც, იმ ადამიანებთან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდობას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდენ და ცდილობდნენ, ის გულწრფელი პროტესტი, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გამოიწვია, წარემართათ მასობრივი არეულობისკენ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშილმა.

ამის მიუხედავად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ სურვილია დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მაქსიმალური მონაწილეობით წარიმართოს, რადგან ეს საკითხი არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებსაც ეხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა