პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ირმა ნადირაშვილმა და თამარ ჩუგოშვილმა იკამათეს

ბიუროს დღევანდელი სხდომა კამათით დაიწყო. სხდომაზე ხმაური „ევროპული საქართველოს“ წევრების მოთხოვნამ გამოიწვია, რომ სხდომა მიმდინარე მოვლენების განხილვით დაწყებულიყო.

„ბიუროს სხდომის ისე დაწყება და გაგრძელება, თითქოს არაფერი არ მომხდარა, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე არ შეცვლილა, არ ვითხოვდეთ შს მინისტრის გადაყენებას, მემგონი არასწორია. მე თქვენგანაც ველოდი გარკვეულ შეფასებებს და ველოდები, რომ ჩვენც მოგვცემთ საშუალებას შევაფასოთ ის, რაც ხდება. ჩვეულებრივი რეჟიმი ახლა ქვეყანაში არ არის. ძალიან უცნაურია, როგორც დაიწყეთ ბიუროს სხდომა,“ - მიმართა ირმა ნადირაშვილმა თამარ ჩუგოშვილს.

თავის მხრივ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, რომელსაც ბიუროს სხდომა მიჰყავს, ოპოზიციონერ დეპუტატს დღიწესრიგში ჩახედვისკენ მოუწოდა. ასევე, დასძინა, რომ ოპოზიციის მითითებები არ სჭირდება.

„თქვენი მითითებები არ გვჭირდება. დამშვიდდით, რომ მივალთ საორგანიზაციო საკითხებამდე, ვისაუბრებთ მაგაზე. არ სჭირდება ამას ბიუროზე ქაოსის მოწყობა,“ - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა