კახა კუკავა - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის შანსი ქვეყნისთვის

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის შანსი ქვეყნისთვის,-ამის შესახებ თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ განაცხადა. კახა კუკავას თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის გარანტი, რომ ხელისუფლება შეიცვლება და არ იქნება ერთმმართველობა ქვეყანაში.

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის შანსი ქვეყნისთვის. როდესაც ქვეყანში არის დაძაბულობა, თითქმის სამოქალაქო დაპირისპირება იყო სახეზე და სამოქალაქო ომის ზღვარზე ვიყავით, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება არის სერიოზული შანსი, ეს არის გარანტია იმის, რომ ხელისუფლება შეიცვლება და თანაც არის იმისი გარანტია რომ არ იქნება ახალი ერთმმართველობა ქვეყანაში. ისევე როგორც ნორმალურ ქვეყნებში, ჩვენც გვეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა, რაც შესაბამისად, არის კიდევ ბევრი სხვა რამის გარანტია. ეს არის იმის გარანტია, რომ ინვესტორებს აღარ დააწიოკებენ, ეს არის იმის გარანტია რომ მურუსიძე ვეღარ დარჩება სასამართლოში და ბევრი სხვა რაღაცის გარანტია, რაც გამოწვეული იყო ერთპარტიული მმართველობით. ამიტომაც ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მიერ, რომ ეს საკითხი მივიდეს ბოლომდე. იქნება ბევრი დაინტერესებული მხარე, რომელიც შეეცდება ამ ყველაფრის ჩაშლას და ვითარების დესტაბილიზაციას, ამიტომაც ყველა ერთად უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა კახა კუკავამ.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს