„საქართველოს რკინიგზის“ 20 თანამშრომელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები  გადაეცათ

საქართველოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებმა 3 კვირიანი ტრენინგი გაიარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების მიერ აღნიშნული ტრენინგის გავლა, კომპანიაში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვას ემსახურება.

„კომპანია SafCo-ს საერთაშორიოს კვალიფიკაციისა და სერთიფიკატების მქონე ტრენერების მიერ ჩატარებეული ტრენინგი „მართე - უსაფრთხოდ“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ბრიტანული სასერტიფიკატო პროგრამის - IOSH (The Institution of Occupational Safety and Health) ლიცენზირებულ სასწავლო კურსს წარმოადგენს.

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების მიერ აღნიშნული ტრენინგის გავლა, კომპანიაში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვას ემსახურება. რაც უზრუნველყოფს თანამშრომელთა დაცვას მავნე და სახიფათო სამუშაო ფაქტორებისგან, უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას და მნიშვნელოვად შეუწყობს ხელს მომუშავეთა ჯანმრთელობისა და საწარმოო პროცესის უსაფრთხოებას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა