პარლამენტის წინ აქციაზე მაკა ჩიჩუა მივიდა

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ ამ ფორმით აქციის მონაწილეების სულისკვეთებას იზიარებს. ამასთან კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ დღევანდელ აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი, მისი მეუღლე გიორგი მარგველაშვილიც მივიდეს, მაკა ჩიჩუა პასუხობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის და მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ, დამოუკიდებლად მიიღო. მ

ისი თქმით, რუსეთის დუმის დეპუტატის სრგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლა "ყველაფრის ციკლი იყო".

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვამბობ მოქალაქისა და დედის პოზიციიდან, არის ის, რომ მე ეს სისხლიანი ღამე არასდროს დამავიწყდება. ძალიან რთულია, უყურო, ახალგაზრდა ადამიანებმა როგორ შეიძლება დატოვონ სიცოცხლე. როცა არსებობს სრულიად მშვიდობიანი და სუფთა სულის პროტესტი ადამიანებში. მათი დასისხლიანებული სახეები, მოწყვეტილი სხეულები... რაც ვნახე, ეს ჩემთვის გაუგებარია. არ ვიცი, სიტყვები არ არსებობს. გაუგებარი კი არა,ყველანაირ ზღვარს მიღმაა.სრულიად ახალგაზრდა, სუფთა ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ თავიანთი პროტესტი და ხედვა დააფიქსირონ, ტყვია როგორ უნდა ესროლო?!თუნდაც რეზინის იყოს და თუნდაც წყალის ჭავლი იყოს“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ამასთან, მისი თქმით, პასუხისმგებლობა სახეომწიფომ უნდა აიღოს.

"როგორ ფიქრობთ, ვინ არის პასუხისმგებელი?! პასუხიმგებელია სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ხალხმა დაიქირავა. მგონი, პასუხისმგებლობა ზუსტად იმ ადამიანებს ეკისრებათ, ვინც უნდა დაგვიცვას. მთავარია, სიხლი აღარ დაიღვაროს, მთავარია ეს გადავიდეს ისეთ მოლაპარაკებაში, რასაც ცივილური, პროგრესული ადამიანები ახორციელებენ. ეს არ უნდა იყოს ჯოხით, იარაღით და მუქარით. თუ ეს მოლაპარაკება შედგება და ამ ადამიანებს დაუკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურად მეჩვენება, იმ ფონზე, რასაც გავრილოვის ჩამოსვლა ჰქვია. დაასისხლიანეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები. მე მინდა, რომ ადამიანებმა მიიღონ ნორმალური პასუხი ყველა შეკითხვაზე", - განაცხადა ჩიჩუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო