კახა კალაძე - მინდა გიორგი გახარიას ვთხოვო,  წარუდგინოს პარლამენტს ვიდეოკადრები,  როგორ ვითარდებობდა მოვლენები  ქრონოლოგიურად

მინდა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას ვთხოვო, წარუდგინოს პარლამენტს ვიდეოკადრები, როგორ ვითარდებობდა მოვლენები პარლამენტთან ქრონოლოგიურად, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით „უბედურ ღამეზე“ პასუხისმგებლობა უპასუხისმგებლო ოპოზიციას ეკისრება.

„ ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა პარლამენტის წინ, იყო დამაგვირგვინებელი იმის, რასაც ვისმენთ ბოლო წლების განმავლობაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი პირდაპირ მოწოდებებს აკეთებს დამხობასთან, რევოლუციასთან, გადატრიალებასთან დაკავშირებით და შეგვიძლია ეს ვიდეოები ამოვიღოთ. გიორგი გახარიამ მიმართა პარლამენტს, რომ მივიდეს, რათა მოუსმინონ და მე მინდა გიორგის ვთხოვო, წარუდგინოს პარლამენტს ვიდეოკადრები, როგორ ვითარდებობდა მოვლენები პარლამენტთან, ქრონოლოგიურად, ყველაფერი ვაჩვენოთ საზოგადოებას. როგორ დაიწყო მშვიდობიანად, მიმდინარეობდა გულწრფელი პროტესტით იმის შესახებ, რაც ტკივა ჩვენ ქვეყანას - ოკუპაცია. თუმცა ასევე საჩვენებელია იმ მოწოდებების შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. ჩემი თხოვნა იქნება, გიორგიმ აუცილებლად წარუდგინოს კადრები იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებების, რამაც გამოიწვა ეს უბედური ღამე“, - განაცხადა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა