სოზარ სუბარის განცხადებით, 18 წლის მაკო გომურს,  რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს

18 წლის მაკო გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობია დაშავებულებს შორის. მათ შორის ჟურნალისტები რომლებთანაც წლებია ვთანამშრომლობ, ვიცნობ, პატივს ვცემ და კარგი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მტკივა მათთან ერთად, ისევე როგორც ძალიან მტკიცა სრულიად უცნობი ადამიანების ტკივილიც. შეიძლება ეს არ იყოს მათთვის ბოლომდე ნუგეში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთის საუკეთესო კლინიკებში რომ მათი ჯანმრთელობა იყოს მაქსიმალურად აღდგენილი, მათ შორის იმ გოგონასი რომელიც დღეს საავადმყოფოდან გამოწერეს. ყველა ადამიანს ჩაუტარდება მაქსიმალური მკურნალობა“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო