მექსიკამ ჩრდილოეთ საზღვარზე 15 ათასი სამხედრო გააგზავნა

მექსიკამ თავის ჩრდილოეთ საზღვარზე 15 ათასი სამხედრო პირი გააგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ქვეყნის თავდაცვის მდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეროვნული გვარდიის 2000-მდე წევრი მექსიკის სამხრეთით ბრაზილიასა და გვატემალასთან საზღვარზე არის გაგზავნილი, მანამდე სამხრეთ საზღვარს 4500 სამხედრო პირი იცავდა. ოფიციალური მეხიკო ცდილობს ყველანაირი ზომები მიიღოს, რათა რაც შეიძლება მეტად შეზღუდოს ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმავალი მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცენტრალური ამერიკიდან მიდიან და მექსიკის გავლით ცდილობენ ამერიკაში მოხვედრას.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მექსიკას გადასახადებს არ გაუზრდის იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური მეხიკო მიგრანტების შეკავებას შეძლებს.

მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს ობრადორი გაერო-სა და თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისკენ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს კი თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს