გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეს, რომელსაც დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი ემსხვერპლა, სააპელაციო სასამართლო განიხილავს

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეს, რომელსაც დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი ბექა ხახუბია ემსხვერპლა, თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს. საქმეზე სამი ყოფილი პატრულ-ინსპექტორია ბრალდებული, რომელთაგან ორს - ზურაბ რუსიშვილსა და გია სადაღაშვილს გორის სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი კი გაამართლა. პირველი ინსტანციის განაჩენი, როგორც პროკურატურამ, ისე დაცვის მხარემ, კერძოდ რუსიშვილისა და სადაღაშვილის ინტერესების დამცველმა გაასაჩივრა. დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგებიან.

ბექა ხახუბია ავტოსაგზაო შემთხვევას 2017 წლის 17 მაისს გორის გვირაბთან ემსხვერპლა. მისი ავტომანქანა, პატრულის მიერ გზაზე ჩაყენებულ ტრაილერს შეეჯახა. დეპუტატის შვილის გარდაცვალების საქმეზე, 24 მაისს ორი პატრულ-ინსპექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით კი პატრულის სამ თანამშრომელს, ნუკრი ხაბელაშვილს, ზურაბ რუსიშვილს და გია სადაღაშვილს ბრალი უფლებამოსილების გადამეტებისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის წაუყენეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა