ადვოკატი ბექა ბასილაია დროებითი მოთავსების იზოლატორში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას დაიწყებს

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ საჩივარი გაიწვია.

როგორც მან დღეს სასამართლო სხდეომაზე განაცხადა, ის შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.

„წინა პროცესი გადაიდო იმის გამო, რომ იმ ადამიანების პროცესი არ იყო ჩანიშნული, ვინც „გავრილოვის ღამეს“ დააკავეს.

წალკაში, ახალციხეში და .აშ. ამ აქციაზე მონაწილე პირები პატიმრობაში რჩებიან. მათი პატიმრობა ცალსახად პოლიტიკურია და სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს. ვინაიდან დღეის მდგომარეობითაც ეს ადამიანები პატიმრობაში რჩებიან, საჩივარს გავიწვევ. ერთ-ერთი უკანასკნელი ვიქნები, ვინც გათავისუფლდება", - განაცხადა ბასილაიამ.

მოსამართლე მურუსიძემ თბილისის საქალქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 21 ივნისის გადაწყვეტილებით, ბექა ბასილაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრია. გასულ სხდომაზე, მან მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომლის მიხედვითაც,

ვიდრე 20 ივნისს დაკავებული ყველა პირი არ გათავისუფლდება, მანამდე მისი საჩივრის განხილვა უნდა გადადებულიყო.

მოსამართლე ლევან მურუსიძემ ბასილაიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 25 ივნისის 11:00 საათამდე გადადო.

ცნობისთვის, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: დაკავებულმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა